დედაქალაქში ტაქსის 700-ზე მეტ მძღოლს პირველ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმა ჩამოეწერება. საკითხზე მომზადებულ ინიციატივას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ჯარიმების საერთო ოდენობა 90 000 ლარამდე აღწევს. დეპუტატების ინიციატივას პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.
პროექტის დამტკიცება ნოემბერში იგეგმება. დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციამ ტაქსების რეფორმაზე ერთწლიანი მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვა, რაც უმრავლესობამ არ გაიზიარა.