ჯარიმების ამნისტია

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები, ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა. ამნისტია შეეხება 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს და გათავისუფლდებიან როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ისე ადმინისტრაციული სახდელისგან.

მოამბე