თბილისში 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს გაფრთხილება მიეცა

თბილისში 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს გაფრთხილება მიეცა, 54-ზე კი მშენებლობა შეჩერდა.

მშენებლობის პრობლემა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაზეც კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მისი მეხუთე მოადგილე სოფიო ხუნწარია იქნება. ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურს კი ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს.

კალაძემ ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებზეც ისაუბრა.

ქეთი ქაშაკაშვილი თემის დეტალებით.