პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიებები წელსაც არ იმართება. თბილისის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ონლაინრეჟიმში, პირდაპირ ეთერში 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენის ჩვენება, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ იმართება.
თბილისის მერია წელსაც დააჯილდოებს საპატიო თბილისელებს. ღონისძიება დღესაა დაგეგმილი. ამასთან, 23-24 ოქტომბერს თბილისში საშემოდგომო ნობათის გარევაჭრობა გაიმართება.