გარევაჭრობის პრობლემა რუსთავში

აიკრძალება თუ არა რუსთავის ბაზრის მიმდებარედ გარე ვაჭრობა – ამ მოთხოვნით რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ რუსთავის მერიას შესაბამისი წერილით მიმართა.

ავტორები ბაზარში დასაქმებული პირები არიან, რომლებიც მომხმარებელთა შემცირებაზე საუბრობენ. ამის მიზეზად კი სწორედ გარემოვაჭრეებს ასახელებენ, რომლებიც მათივე თქმით, პროდუქტს სანიტარული ნორმების დარღვევით, ბაზრის გარე ტერიტორიაზე ყიდიან. ბაზრის ადმინისტრაცია მზადაა გარემოვაჭრეებისთვის დახლები შეღავათიან ფასში გამოყოს, თუმცა გარემოვაჭრეების თქმით, ისინი გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსთავის მერია, რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.