„თბილისობა“ ბარსელონაში

„თბილისობა“ აღნიშნეს ბარსელონაში. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების პროგრამების ფარგლებში მოეწყო. წამოდგენილი იყო საქართველოს რეგიონების ინსტალაციები, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ფოლკლორს. ინიციატორები არიან ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო და მისი ხელმძღვანელი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების პროგრამების გამარჯვებულია ნინო მსხილაძე.