საპატიო თბილისელების დაჯილდოება

საპატიო თბილისელების დაჯილდოება.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2023 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. წელს ეს წოდება კიდევ 26 მოქალაქეს მიენიჭა. ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით თბილისის მერმა მიმართა და საპატიო თბილისელებს ახალი სტატუსი მიულოცა. კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა. თავის სიტყვაში დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა საპატიო თბილისელის წოდების მნიშვნელობას და იმ წვლილს, რომელიც დასახელებულმა მოქალაქეებმა თბილისის განვითარებაში შეიტანეს. მანვე გარდაცვლილ საპატიო თბილისელთა ხსოვნას პატივი მიაგო.