დღეიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ „თბილისის წიგნის დღეებს“ უმასპინძლებს. გამოფენაზე ათეულობით გამომცემლობა და მაღაზიაა წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ტრადიციულად, წიგნის დღეები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სტუმრებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას გააერთიანებს. წიგნის დღეების მთავარი მიზანი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.