თბილისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდა
აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებულ პირს. რუსეთის მოქალაქეს მთავარი პროკურატურა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას ედავება. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს პროკურატურის მოთხოვნით დახურულ რეჟიმში წარიმართა.
გიორგი კობერიძე მუშაობდა საქალაქო სასამართლოში.