თბილისის მომავალი სამი წლის სატრანსპორტო პოლიტიკა ცნობილია.
დედაქალაქის მერის მიერ დღეს წარმოდგენილი სტრატეგია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანად განახლებას, სამარშრუტო ხაზების განახლებას და ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებას გულისხმობს. მერიის კონცეფციის მიხედვით, რამდენიმე ცენტრალურ უბანში ზონალური და საათობრივი პარკირების სისტემაც ამოქმედდება.