ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისასმართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხული ერეკლე კუხიანიძე დღეს უმრავლესობის ფრაქციიდანაც გარიცხეს.
დეპუტატი ასევე გათავისუფლდა საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან. ერეკლე კუხიანიძე არ აპირებს დატოვოს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს.