ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა. მეექვსე მოწვევის საკრებულოს გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს. გიორგი ალიბეგაშვილი კი, მომავალ შემადგენლობაში აღარ იქნება და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ დღეს მიიღებენ.
მეექვსე მოწვევის საკრებულოში მმართველ გუნდს 40 კაციანი უმრავლესობა ეყოლება, “ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთი წევრი, “ევროპულ საქართველოს“- სამი, “პატრიოტთა ალიანსი“ კი – ორი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარეს, მოადგილეებს და კომისიების ხელმძღვანელებს დაამტკიცებენ. ახალი მოწვევის საკრებულო განიხილავს ასევე 2018 წლის ბიუჯეტს, რომელსაც ქალაქის მთავრობა 15 ნოემბერს წარადგენს.
ანა ბროლაძის რეპორტაჟი.