ბათუმის საკრებულოს სხდომა

ოპოზიციის მოთხოვნით ჩანიშნული ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე არ მივიდა „ქართული ოცნების“ 16 და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი. რეგისტრაცია 15-მა დეპუტატმა გაიარა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან ერთად, სხდომაზე დასასწრებად „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები მივიდნენ.