A კატეგორიის ტაქსებში, ნაღდი ფულით გადახდის გარდა, უნაღდო ანგარიშსწორებაც შესაძლებელი იქნება. თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ახალ სერვისს სთავაზობს. გადახდის განახლებული სისტემის ამოქმედება სპეციალური QR კოდების საშუალებით იქნება შესაძლებელი. სიახლესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.