დაასკანერე და გაიცანი თბილისი

თბილისის ქუჩებში, ისტორიულ შენობებზე QR კოდები განთავსდა. კოდების გამოყენებით, ვიზიტორები და დაინტერესებული პირები კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლისა და სხვა არქიტექტურული ნაგებობების შესახებ ინფორმაციის მიღებას ადგილზევე შეძლებენ.

პროექტი „დაასკანერე თბილისი“ მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ისტორიული მნიშვნელობის მქონე სახლების, კერძო მეპატრონეებისა და თბილისში მოღვაწე არქიტექტორების შესახებ არსებული საარქივო მასალა სპეციალურ ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა.