გუდაურში გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა. კახა კალაძემ სამძიმარი გამოთქვა მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამოც. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის ერთ-ერთი ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა იყო. მის ფარგლებში, უკვე შემუშავებულია ინიციატივა, რომელიც ვარკეთილის მესამე მასივში, 5-სართულიანი კორპუსის ჩანაცვლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი დამატებით კიდევ 12 ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს.