ქალაქის მერმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასა და დედაქალაქში ამ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. კალაძის ინფორმაციით, დამატებით ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება, რომელიც სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად დაემატება. საუბარი შეეხო აპლიკაციის განახლებასაც, რომლითაც მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე ინფორმაციას იღებენ.