ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციების დაწესების თაობაზე, გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს.
კომპანია სამინისტროს კანონპროექტში ორი პუნქტის დამატებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობისთვის სავალდებულო გახდება გაზის დეტექტორების დამონტაჟება, ხოლო დახურულ სივრცეში აკრძალული იქნება ღია წვის კამერიანი გამათბობლების დამონტაჟება.
როგორც „თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე ამბობს, აღნიშნული რეგულაციების დამატებით დაწესება უსაფრთხოების მეტ გარანტიას უზრუნველყოფს.