ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე აირჩიეს დღეს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. ფარულ კენჭისყრაში 20-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წევრმაც. შედეგების დათვლისას აღმოჩნდა, რომ 8 ბიულეტენი სხვადსახვა ფიგურით იყო შემოზახული, რასაც ურთიერთბრალდებები მოჰყვა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს, ევროპული საქართველოს წევრმა კი, არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთა. მირზა თურმანიძე აცხადებს, რომ უმრავლესობა მმართველ გუნდს ეკუთვნის და მისი ხმა გადამწყცეტი არ იყო.
შუახევის საკრებულოს დღეიდან ფილოსოფოსი გიორგი დავითაძე უხელმძღვანელებს. მისი არჩევა გუშინაც იგეგმებოდა, თუმცა კანდიდატმა მხოლოდ 12 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ როდესაც უმრავლესობას 19 მანდატი აქვს.