საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების სიაში ლიდერ პოზიციას იკავებს. ჩვენი ქვეყნის მსგავსად 25 ქულა აქვს მინიჭებული საფრანგეთს, იტალიას, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და იაპონიას.
საერთაშორისო ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსი“ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
რეიტინგში ქვეყნები 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს.
დოკუმენტის მიხედვით ინტერნეტი ყველაზე თავისუფალია ისლანდიაში (ექვსი ქულა), ესტონეთში (ექვსი ქულა) და კანადაში (15 ქულა).