Freedom House - ის ანგარიში

გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში „ფრიდომ ჰაუსის“ სადავო ანგარიშში აღმოჩენილ უზუსტობებზე ავტორი პირველ განმარტებას აკეთებს.

ნეიტ შენკანი აღიარებს, რომ დოკუმენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარი იყო. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი არაფერს ამბობს კიდევ ერთ შეცდომაზე – ანგარიშის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით 2012 წლამდე ტელე-კომპანია „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობით გამოირჩეოდა.

რა წყაროებს დაეყრდნო ორგანიზაცია 2017 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასების დროს და გადაამოწმა თუ არა მიღებული ინფორმაცია – ეს იყო მთავარი კითხვა, რომელიც ვაშინგტონში ჩასულმა ქართველმა ჟურნალისტებმა დასვეს.

სადავო ანგარიში, რომლის მიხედვით მედიის და სასამართლოს გამო შარშან საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 0.07 ქულით გაუარესდა, მარშალის ფონდში წარადგინეს.

„მოამბე“ ვაშინგტონიდან – სალომე ქოქიაშვილი ესაუბრა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორს.