„თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ განცხადება

პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში.

ბრიფინგი მედიისთვის ნინო გოგუაძემ და ირმა ნადირაშვილმა გამართეს. მათ იმ ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელიც მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.

ბრიფინგზე საუბარი შეეხო მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებს.