შეხვედრა ამომრჩევლებთან რუსთავში

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი, რუსთავში ქუჩის ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. ირმა ნადირაშვილის თქმით, ღონისძიება აგვისტოს ომს ეძღვნება და „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით იმართება. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და მისი წახალისება მნიშვნელოვანია და მათი პოლიტიკური ძალა ამ მიმართულებით აქტივობებს მომავალშიც გეგმავს.