ახალგაზრდა აქტივისტების აქცია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან

პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდა აქტივისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ შენობაზე სტიკერები გააკრეს. აქტივისტების მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდასა და საპარლამენტო მანდატების დატოვებას ითხოვენ.

მიზეზი ხსენებული დეპუტატების მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება გახდა. აქტივისტები მოთხოვნის შესრულებამდე პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. მათივე განცხადებით, არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს არ ემსახურებიან.