„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, გარდაბნის მერიის წარმომადგენელს ვაზიანში, ლევან მენახშირიშვილს, წინასაარჩევნო საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, მათ აქტივისტებს, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ მენახშირიშვილი ავტომობილით დაყვებოდა. მოგვიანებით კი, ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი აგიტატორებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ 112-ში დარეკეს და მდგომარეობა ამის შემდეგ განიმუხტა. ფაქტს გარდაბნის მერიაში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პრეტენზიის შემთხვევაში, უწყებათაშორის კომისიას მიმართონ.