თავდასხმა უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე

დონბასში ცეცხლი გაიხსნა. სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები განახლდა.

ლუგანსკის ოლქში მდებარე ზოლოტოეს დასახლება დღეს დილით სამხედრო შეტაკებების ეპიცენტრად იქცა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს დასახლებულ პუნქტთან ახლოს დაესხნენ თავს. მსხვერპლი ორივე მხარესაა. არიან დაჭრილები. დღეს დილით მომხდარი შეტაკებით დაირღვა ნორმანდიული ოთხეულის მიერ პარიზში ორი თვის წინ მიღწეული შეთანხმება, რომლის პირველივე პუნქტი დონბასში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.

უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციას საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციები მოჰყვა. ახლა მთავარი კითხვაა, მოახდენს თუ არა დღევანდელი შეტაკება მოლაპარაკების პროცესზე გავლენას.