ვითარება ახლო აღმოსავლეთში

შვიდდღიანი ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ, განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ღაზაში 187 ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაშავდა. ამის შესახებ „ჰამასის“ ჯანდაცვის ადგილობრივი ადმინისტრაცია იუწყება. ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით კი, მათ 200-მდე ტერორისტულ სამიზნეზე მიიტანეს საჰაერო იერიში. რაკეტები გაუშვეს ღაზიდან ისრაელის მიმართულებითაც. მათი ნაწილი საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ ჩამოაგდო.

ისრაელი ღაზის სამხრეთში მყოფ მოსახლეობას, რაფას საკონტროლო პუნქტთან გადაადგილებისკენ მოუწოდებს. დაძაბული ვითარების პარალელურად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩავარდა. ამასთან, ისრაელის მხარე ამბობს, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლებიდან ექვსი გარდაცვლილია.