ოდესის ოლქზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

01:05, 25.11.2026

ოდესის ოლქზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად,ორი ადამიანი დაიღუპა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი.

მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძო სახლი და ავტომობილები.

რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზეც. კიევში, შევჩენკოს რაიონში დრონის ნამსხვრევები 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნამსხვრევები კორპუსის ეზოშიც ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები იმყოფებიან.

მსგავსი