ომი უკრაინაში - 271-ე დღე

ლუგანსკის რეგიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქ სევეროდონეცკთან რუსი სამხედროების კოლონა დაბომბა. დონეცკის ოლქში საოკუპაციო ძალებმა შეტევა ათ დასახლებულ პუნქტზე განახორციელეს. რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით 60-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის რეგიონში დასახლებულ პუნქტებზე განხორციელებულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კუპიანსკის რაიონში დაბომბილია საცხოვრებელი სახლები. ვრცელდება ცნობები დაშვებულების შესახებაც.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. სამჯერ დაიბომბა სუმის რეგიონი. დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ არტილერია და ნაღმმტყორცნები გამოიყენეს. პარალელურად, უკრაინის არმიამ დაბომბა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილები, გაანადგურა 20-მდე ტექნიკა, საბრძოლო მასალების სამი საცავი და ორი სამეთაურო პუნქტი.