თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძესა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს მოუსმინეს. სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტზე ანზორ ჩუბინიძემ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კანონის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესების შესახებ კანონპროექტი წარადგინა. კანონპროექტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუდმივ წევრად სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელის დამატებას ითვალისწინებს. დაზვერვის სამსახურის უფროსმა კი რეგიონული უსაფრთხოების შესახებ მოხსენება წარადგინა. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ამ დრომდე არ განუახლებია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.