ანზორ ჩუბინიძის განცხადება

ვინ დაფარა თბილისიდან მიუნხენის და უკან – თბილისის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩარტერული ფრენის საფასური. საკითხზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა. ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, თბილის-მიუნხენი-თბილისის რეისის ხარჯი კერძო პირმა, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. თანხა კი შეადგენს 34 ათასი ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ტარიელ ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამაა.