თავდაცვის მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროექტებში საქართველოს მონაწილეობაზე, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ მიზნით განხორციელებულ თავდაცვის მოდერნიზაციის პროცესზე.

მინისტერიალში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს. შეკრებილებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, რის შემდეგაც ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი.