თავდაცვის კოდექსის განხილვა პარლამენტში

პარლამენტში თავდაცვის კოდექსის განხილვა გრძელდება. მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტზე ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მსჯელობენ. დოკუმენტი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლიდან თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების მშენებლობა. კერძოდ, კომპენსაციის ოდენობა დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში, ნაცვლად 7 000 ლარისა, განისაზღვრა 20 000 ლარით, ხოლო დაღუპვის შემთხვევაში – ნაცვლად 15 000 ლარისა, 30 000 ლარით.

ყველაზე დიდ უთანხმოებას კოდექსის ის ნაწილი იწვევს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს უკავშირდება. ახალი რეგულაციების თანახმად, მღვდელმსახურება ვეღარ იქნება ჯარში წასვლის გადავადების საფუძველი. პროექტის თანახმად, შემცირდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადა.