„ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება კლინიკებისთვის დიდი დარტყმა იქნება“- ასე ეხმაურება ჯანდაცვის ასოციაცია ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დიაგნოზის მიხედვით დადგენილი ტარიფების სისტემის ამოქმედებამდე, გადასახადები არ განიხილება. ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, სამედიცინო დაწესებულებები კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში არიან. სამედიცინო სექტორში ამბობენ, რომ თუ მომსახურებაზე დაფინანსება არ გაიზრდება, სახელმწიფო სერვისების ხარისხი ეჭვქვეშ დადგება. ასოციაციის განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროში ეხმაურებიან.