სამედიცინო დაწესებულებებზე კონტროლი მკაცრდება

მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე კლინიკებში შესვლა და მოკვლევის ჩატარება სასამართლოს ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფლებები იზრდება. კანონში შესატანი ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ოპერატიული რეაგირების აუცილებლობა და მოსამართლის გადაწყვეტილებამდე საავადმყოფოების მხრიდან მოკვლევისთვის საჭირო დოკუმენტების დაფარვის ფაქტები სახელდება. კანონმდებლობაში სხვა ცვლილებებიც შედის, რაც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებას კიდევ უფრო აფართოებს. მათ შორის იგულისხმება სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან კონკრეტული დარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების ავტომატურ რეჟიმში გადახდის ვალდებულება. საპარლამენტო განხილვები დაიწყო და კანონპროექტს უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები.