თარგმანების კრებულის პრეზენტაცია

მწერალთა სახლში ცნობილი იაპონელი პოეტი ქალის, მისუ-ძუ კანე-კოს ლექსების ქართული თარგმანების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. „იაპონური ექო“ მისუ-ძუ კანე-კოს დაკარგული ლექსების კრებულია, რომელიც იაპონელი პოეტი ქალის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. წელს მისუძუ კანეკოს დაბადებიდან 120 წელი გავიდა. ქართული მე-14 ენაა მსოფლიოში, რომელზეც პოეტის ლექსები ითარგმნა და გამოიცა. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით დაისტამბა გამომცემლობაში „სეზანი“.