მწერალთა სახლს ქეთი დუმბაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პარლამენტში ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლეობა პარტიული სიით ქეთევან ჩარკვიანს უწევს.