ფოტოისტორიები აფხაზეთიდან

აფხაზეთის თავადაზნაურობა, უკანასკნელი მთავრის შთამომავლები და ადამიანები, რომლებმაც რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს – მწერალთა სახლში ახალი ფოტო-გამოფენა გაიხსნა. მე-19 საუკუნის აფხაზეთის დღემდე უცნობ ისტორიებს დამთვალიერებელი უნიკალური ფოტო-მასალებით გაეცნობა.

მათ შორის ერთ-ერთი ფოტო ილია ჭავჭავაძის შერვაშიძეების მამულში სტუმრობას და სოხუმის მაშინდელ   ინტელიგენციასთან შეხვედრას ასახავს. გამოფენის ფარგლებში აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შერვაშიძის შთამომავლების გარდა არაერთი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ფოტოს ნახავთ. ექსპოზიცია   თბილისის შემდეგ საქართველოს ექვს ქალაქში იქნება წარმოდგენილი.