ტაქსის მძღოლების აქცია

იანდექსის აპლიკაციით“ დასაქმებული ტაქსის მძღოლების აქცია. მათ პროფკავშირებთან ერთად, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან ბრიფინგი გამართეს და სააგენტოს მოთხოვნით მიმართეს. მათი განმარტებით, მიზანია არსებულ ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მიერ იმის გამოკვლევა, თუ რამდენად კონკურენტიან და სამართლიან გარემოში უწევთ სხვა ტაქსის გამოძახების სერვისის აპლიკაციებს მუშაობა, იმ მოცემულობაში, როცა „იანდექსი“ მომხმარებელს დაბალ ტარიფებს სთავაზობს. მათი თქმით, „იანდექსის“ მიერ კონკურენციის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნები ირღვევა.