ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება. ეს ნიშნავს, რომ მერია ლიცენზირების პროცესს წყვეტს. ბოლო მონაცემებით, საქმიანობის ნებართვა 35 000-ს თეთრ, იგივე „ა“ კატეგორიის ტაქსზეა გაცემული. ლიცენზირების შეჩერების შემდეგ ახალი ლიცენზიები აღარ გაიცემა და მძღოლებს თავად შეეძლებათ საქმიანობის ნებართვების გასხვისება ან იჯარით გაცემა. დედაქალაქის მთავრობაში და ტაქსების ასოციაციაში განმარტავენ, რომ უვადო ლიცენზიის ფასებს ბაზარი დაარეგულირებს.