თბილისის მერის ორწლიანი საქმიანობის შეჯამება 

თბილისის მერიამ საქმიანობის ორი წელი შეაჯამა.

ტაქსების რეფორმა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდენარე სამშენებლო სამუშაოები, ავტობუსების პარკის განახლება, – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც დედაქალაქის მთავრობა გამოყოფს.

აქცენტი კეთდება 90-იანი წლებიდან არსებული პრობლემის მოგვარებაზეც. კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესი დაიწყო.

ჩამოთვლილი პროექტების დიდ ნაწილს ჩავარდნილად აცხადებს ოპოზიცია, რომელიც მერს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.