ტაქსების რეფორმა და გამოწვევები 

სადავო ხდება ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი.

ოპონენტების ნაწილი მძღოლებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების უარყოფით მხარეებზე მიუთითებს და რეფორმას ჩავარდნილად აფასებს. ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში ამტკიცებენ, რომ მანქანის ლიცენზირების და გადაღებვის მოთხოვნამ და კატეგორიებად დაყოფამ მძღოლების ნაწილი სამუშაოს გარეშე დატოვა, ტაქსით მომსახურება კი მკვეთრად გააძვირა. ამ ფაქტს ჩვენ მიერ გამოკითხული მგზავრებიც ადასტურებენ.

ტაქსების რეფორმას მწვავედ აკრიტიკებს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩიც“, რომელიც მძღოლებს რეგულაციებისგან თავის არიდების საკუთარ მეთოდს სთავაზობს. ის ახლადშექმნილ საგანმანათლებლო ორგანიზაცია „შმაქსში“ ეპატიჟება იმ მძღოლებს, რომლებმაც რეფორმის ფარგლებში დაწესებული მოთხოვნების შესრულება ვერ მოახერხეს. „შმაქსით“ დაინტერესებული მძღოლები მერიიდან უკვე გააფრთხილეს.