„თანასწორობის მოძრაობის“ განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ საქართველო-ლატვიის ნაკრებების გუშინდელ მატჩზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავებმა დინამო არენაზე ლგბტ აქტივისტებს შესაბამისი სიმბოლიკის გამოყენების საშუალება არ მისცეს, რაც უსაფრთხოების ზომებით განმარტეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მოითხოვენ, რომ მათ არ შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება.