საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ერთა ლიგის დივიზიონის მეორე ტურში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე 20 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა დინამო არენას სალაროებში შეუძლია.

შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა ფეხბურთის ფედერაციაში, ასევე მიმართვა გაავრცელა თბილისის მერმა კახა კალაძემ.