„დინამო არენასთან“ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი დაიღუპა დინამო არენასთან გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა, გარდაცვლილები ბინაში იპოვეს. დაშავებულების მდგომარეობა კი, ამ დრომდე მძიმე რჩება. დაშავებული 59 წლის ქალი და 29 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. ქალს სხეულის 40 პროცენტის, ხოლო მამაკაცს 20 პროცენტის დამწვრობა აღენიშნებათ. ექიმების განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მიღებული დამწვრობა სიცოცხლისთვის სახიფათოა.