17 მაისი

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე წელს მე-7 აღნიშნეს, ლგბტ აქტივისტების სიმცირითა და  უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით.

მთავრობის ადმინისტრაციის ირგვლივ, ყველა ქუჩაზე პოლიციელების ცოცხალ ჯაჭვს წელს ლითონის დროებითი ბარიერებიც დაემატა.

რამდენიმე დღით ადრე დაანონსებული აქცია-ღონისძიება ორგანიზატორებმა წინა საღამოს გააუქმეს.

17 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მხოლოდ ის მხარდამჭერები გავიდნენ, რომლებმაც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად  მიიღეს.