ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე წელს მე-7 აღნიშნეს, ლგბტ აქტივისტების სიმცირითა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით.
მთავრობის ადმინისტრაციის ირგვლივ, ყველა ქუჩაზე პოლიციელების ცოცხალ ჯაჭვს წელს ლითონის დროებითი ბარიერებიც დაემატა.
რამდენიმე დღით ადრე დაანონსებული აქცია-ღონისძიება ორგანიზატორებმა წინა საღამოს გააუქმეს.
17 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მხოლოდ ის მხარდამჭერები გავიდნენ, რომლებმაც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს.