ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა 17 მაისს დაანონსებული აქცია გააუქმეს

15:07, 17.05.2018

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა დღეს დაანონსებული აქცია გააუქმეს. მათი განცხადებით, ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც აგრესიული ჯგუფების მხრიდან გაჟღერებული მუქარის ფონზე მიიღეს. თუმცა კანცელარიასთან მოქალაქეების ნაწილი სოლიდარობის ნიშნად მისვლას მაინც გეგმავს.

მსგავსი