ხმაური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე

ხმაური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. ცხარე კამათის გამო, შესვენება დროზე ადრე გამოცხადდა. სხდომაზე ლგბტ თემის აქტივისტებმა პლაკატები გაშალეს და თანამდებობიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გადაყენება მოითხოვეს. ამ დროისთვის სხდომა უკვე განახლდა, თუმცა პროტესტის მონაწილეები შეხვედრას აღარ ესწრებიან.  სახალხო დამცველმა დიალოგისკენ მოუწოდა მხარეებს.

შეგახსენებთ, სოფო კილაძემ განაცხადა,  რომ 17 მაისს კომიტეტი ლგბტ თემის მხარდასაჭერად აქციის გამართვას არ აპირებს.