პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა

15:09, 26.03.2024

რესპუბლიკის მოედანზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა და იქ მიმდინარე სამზადისს გაეცნო. მათთვის, ვინც დღევანდელი საფეხბურთო მატჩის ბილეთების შეძენა ვერ შეძლო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალურად დღევანდელი დღისთვის საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტებიც მოეწყობა. გახანგრძლივდება მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო. კერძოდ, მეტრო მუშაობას ღამის 2 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. ავტობუსების ნაწილი კი სპეციალურად გულშემატკივრებისთვის საღამოს 22 საათიდან ღამის 2 საათამდე იმოძრავებს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლას მსურველები 19 საათიდან შეძლებენ.

მსგავსი